ფეხბურთი

19:18 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამომ" მიგინეიშვილი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ ომარ მიგინეშვილი დაიმატა. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, გამოცდილი მეკარე კლუბში 2020 წლის ბოლომდე დარჩება.

მიგინეშვილი „დინამოში“ 2014-2015 წლების სეზონშიც თამაშობდა და 15 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს კი, „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა.

სხვადასხვა დროს კი, 35 წლის კარის დარაჯს „ტორპედოს“, „დილას“, „ცხინვალის“, „სამტრედიასა“ და „რუსთავის“ ღირსებაც დაუცავს.

0.116896