„დინამო თბილისმა“ ნახევარმცველ გიორგი პაპავას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2022 წლამდე დარჩება.
პაპავა „დინამოს“ ერთი წლის წინ „რუსთავიდან“ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
26 წლის ფეხბურთელი „დინამოში“ მანამდეც თამაშობდა 2011-2015 წლებში. სხვადასხვა პერიოდში კი „ნეა სალამისის“, „დილასა“ და „რუსთავის“ ღირსებაც დაუცავს.