ფეხბურთი

21:57 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა: "არ ვიცი სად ვარ, მაგრამ ცოცხალი ვარ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცელმა პოლ პოგბამ მტკივან ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოდან სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა. ფრანგის განცხადებით, არ იცის სადაა, მაგრამ მთავარია, რომ ცოცხალია.

„ისევ ცოცხალი ვარ, ეს კარგი ამბავია. არ ვიცი კარგად ვარ თუ სად ვარ. მითხრეს, რომ მთვრალი ვარ, მაგრამ არ დმაილევია. ამ მომენტში ცოტა დაბნეული ვარ. მანჩესტერში? პარიზში? გვინეაში? არა, მთვრალი არ ვარ. არ ვიცი რა მდგომარეობაში ვარ. ხელში რაღაც ჩამიდეს და მითხრეს, რომ კარგ რამეებზე მეფიქრა“, - თქვა პოგბამ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პოლ პოგბას უქმობა დაახლოებით ერთი თვე მოუწევს.

0.114239