პორტუგალიური „ვიტორიას“ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ჩინებულ სეზონს ატარებს და როგორც ადგილობრივი მედია წერს, ლისაბონური გრანდების „ბენფიკასა“ და „სპორტინგის“ ყურადღების ცენტრშიც იმყოფება.
Goalpoint.pt-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით კი, გიორგი ამ სეზონში უფრო მეტ სეივს ასრულებს პროცენტულად, ვიდრე კეილორ ნავასი და ალისონ ბეკერი.
მაკარიძემ კარში დარტყმული ბურთების 81.8% გაანეიტრალა და ტოპ ჩემპიონატებსა და პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მხოლოდ „ბენფიკას“ კარის დარაჯ ოდისეას ვლაჩოდიმოსს ჩამორჩება. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს „პორტუს“ კიპერ აგუსტინ მარკესინს, ხოლო ხუთეულში ასევე მოხვდნენ კეილორ ნავასი და ალისონ ბეკერი, რომლებზეც უკეთესი შედეგი ჩვენებურს აქვს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მაკარიძემ სეტუბალის „ვიტორიას“ კარი 15 შეხვედრაში დაიცვა და რვაჯერ კარი მშრალად შეინახა.