კალათბურთი

10:41 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოს ანჯელესელებმა იმარჯვეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.


"კლიპერსმა" შინ "ნიუ იორკი" 135:132 დაამარცხა. პირველ პერიოდი "ნიუ იორკმა" 45:29 მოიგო. როგორც New York Press Service-ი ავრცელებს "ნიუ იორკმა" პირველ პერიოდში ჩაგდებული 45 ქულით გუნდის რეკორდი გაიმეორა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "კლიპერსი" მეორე პერიოდის ბოლოსკენ დაწინაურდა და შეხვედრის ბოლომდე ანგარიშით წინ იყო. მარკუს მორისმა 38 ქულა ჩააგდო. ჰარელს 34 ქულა ჰქონდა. პოლ ჯორჯმა 32 ქულა ჩააგდო.
"ლეიკერსმა" "დეტროიტს" 106:99 მოუგო. ბოლო პერიოდში "დეტორიტი" 92:91 წინ გავიდა, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა დერეკ როუზმა ჩააგდო. ენტონი დევისმა 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა 21 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი. "ლეიკერსი" 29 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

"კლიპერსი" - "ნიუ იორკი" 135:132(29:45, 47:24, 38:31, 21:32)
https://www.youtube.com/watch?v=LYZHono0Dug

"მაიამი" - "პორტლენდი" 122:111 (31:19, 34:27, 29:25, 28:30)
https://www.youtube.com/watch?v=-X3MnFwh2yI

"კლივლენდი" - "მინესოტა" 103:118 (20:24, 28:42, 31:28, 24:24)
https://www.youtube.com/watch?v=vhD6ooybTXg

"ფინიქსი" - "მემფისი" 114:121 (31:27, 26:35, 20:34, 37:25)
https://www.youtube.com/watch?v=tq9aZhrwL7c

"ლეიკერსი" - "დეტროიტი" 106:99 (23:22, 33:25, 19:32, 31:20)
https://www.youtube.com/watch?v=jyLL5mZgaus

0.114043