ჩოგბურთი

10:19 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო იაპონიასთან დამარცხდა

ATP Cup-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა.

არადა ქარველთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველ მატჩში მეტრეველი სოედას დაუპირისპირდა. პირველ სეტში იაპონელი 3:0-ს იგებდა, ალექსანდრემ საოცარი მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და 6:4 იმარჯვა, ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრებმა პირველი სეტი მოიგო. მეორე და მესამე პარტიაში სოედა უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ მეტრეველმა 6:4, 3:6, 2:6 წააგო.

მოულოდნელად იოლად წააგო გუნდის ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ასე მარივად მას ნადალთანაც არ წაუგია. ნიშიოკამ 6:2, 6:3 იმარჯვა. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა.

საქართველოს და იაპონიას შორის მატჩი წყვილთა თანრიგშიც გაიმართება, მაგრამ ნაკრებებს შორის შედეგს ეს შეხვედრა ვერ შეცვლის. ამ მარცხით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ბოლო ტურში ქართველი ჩოგბურთელები წინა მეტოქეებთან შედარებით სუსტ ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

0.115348