იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა „იუვე სტაბიამ“ 2020 წელი სამაგალითო საქციელით დაიწყო. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში საშინაო მატჩებს უფასოდ 30 ოჯახი დაესწრება.
განსაკუთრებული ეს ამბავი იმ კუთხითაა, რომ საუბარია ქალაქის 30 ღარიბ ოჯახზე, რომელთაც თამაშებზე დასასწრებად ბილეთების შეძენის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
„იუვე სტაბია“ ყველას მემკვიდრეობაა და ყველა სოციალურ კლასთან დაკავშირებულია. ჩვენი პრიორიტეტი და მიზანია, რომ ჩვენთან ერთად ყველა იყოს ვისაც სურვილი აქვს და უყვარს ჩვენი ფერები“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
„იუვე სტაბია“ ამჟამად სერია B-ში თამაშობს, სადაც 19 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.