"ატლანტა ჰოუქსის" 42 წლის ვინს კარტერი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ოთხ ათწლეულში ითამაშა, აღნიშნულ ინფორმციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კარტერმა 2020 წელს პირველი შეხვედრა ჩაატარა, "ატლანტამ" "ინდიანა" 116:111 დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ კარტერმა ოთხ დეკადაში მოახერხა თამაში. ვინსმა კარიერა 1998 წელს "ტორონტოში" დაიწყო და თავის 23-ე სეზონს ატარებს.