მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფმა ხორვატმა თავდამსხმელმა ნიკოლა კალინიჩმა "ნიუკასლში" გადასვლა იუარა. 32 წლის ფეხბურთელი ამჟამად "რომაში" ერთწლიანი იჯარის წესით თამაშობს და როგორც Tuttomercatoweb-ი იუწყება, კალინიჩმა იტალიურ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
იტალიურ გამოცემას არ დაუკონკრეტებია თუ რა გახდა მიზეზი თავდამსხმელის რომში დარჩენის. ფეხბურთელს "რომაში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს - მიმდინარე სეზონში კალინიჩმა ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე საშუალოდ 30 წუთს ატარებს.