ფეხბურთი

12:15 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინომ" "ბეშიქთაში" უარით გაისტუმრა

"ბეშიქთაშმა" "ტორინოს" იტალიელის თავდამსხმელი სიმონე ძაძას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიურმა კლუბმა თურქებს ტრანსფერზე უარი განუცხადეს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, ტურინელებისთვის აღნიშნული თანხა დამაკმაყოფილებელი არ იყო და ჯერჯერბით უცნობია "ბეშიქთაში" თანხას გაზრდის თუ არა.

აღნიშნულ ინფორმაციამდე ცნობილი იყო, რომ იტალიელი კლუბს იანვარში დატოვებს. მიმდინარე სეზონში ძაძამ 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ცხრა მილიონი ევროა.

0.113763