ფეხბურთი

21:00 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბრონკჰორსტმა "გუანჯოუ ფული" ჩაიბარა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა "გუანჯოუ ფული" ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ჩინური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, თუმცა კონტრაქტის დეტალები არ გასაჯაროებულა. ჰოლანდიელმა აღნიშნულ პოსტზე დრაგან სტოიკოვიჩი შეცვალა, რმელმაც კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ვან ბრონკჰორსტმა სამწვრთნელო კარიერა "ფეიენოორდში" 2011 წელს დაიწყო, სადაც მწვრთნელის თანაშემწე იყო და 2015 წლამდე 21-წლამდელთა გუნდსაც ხელმძღვანელობდა. ბოლო ოთხი წელიწადი ჯოვანი პირველ გუნდს ედგა სათავეში, თუმცა კლუბის დატოვება გასული სეზონის დასრულების შემდეგ მოუწია.

რაც შეეხება "გუანჯოუ ფულის" გასულ წელს გუნდმა ჩინეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა. გუნდში სამი ლეგიონერი თამაშობს და ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ბელგიელი მუსა დემბელეა.

0.119459