ქართული წარმოშობის უკრაინელი ნახევარმცველი ლევან არველაძე კარიერას „დესნაში“ გააგრძელებს. უკრაინული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, არველაძემ ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გაგრძელება ერთი წლით შესაძლებელი იქნება.
ლევანი ბოლოს ლუგანსკის „ზორიაში“ თამაშობდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და სეზონის პირველ ნახევარში მოედანზე მხოლოდ 6-ჯერ გავიდა.
„დესნაში“ კი 2016-2018 წლებში უკვე თამაშობდა და 41 მატჩში 8 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.