იტალიური „მილანის“ შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „როსონერიში“ დაბრუნების შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მახსოვს მრავალი წლის წინ იგივე ადგილი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ აქ ვარ, ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩემი სახლია, სხვა გუნდებშიც ვიყავი, მაგრამ ახლა მთავარია, რომ დავბრუნდი. მესიჯი ტიფოზებისთვის? ველოდები „სან სიროზე“, სადაც სიხარულისგან ისე იხტუნავებენ, როგორც ადრე“ - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
იბრამ „შავ-წითლებთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა, თუმცა მისი გახანგრძლივება კიდევ 1 წლით იქნება შესაძლებელი.