ფეხბურთი

20:17 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ათწლეულის ყველაზე მეტი გოლი და საგოლე პასი ტოპ ლიგებში - ათეული

ლიონელ მესიმ ტოპ ჩემპიონატებში ბოლო ათწლეულში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე მეტი საგოლე პასიც შეასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას Opta ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკაში მოცემულია მხოლოდ შიდა ჩემპიონატის ეგიდით (პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1) გატანილი გოლები და შესაბამისად, ევროთასებზე, სანაკრებო დონეზე ან სათასო მატჩებში მითვლილი გოლები არ შედის.

ყველაზე მეტი გოლი ბოლო ათწლეულში ტოპ 5 ლიგაში (2010 წლიდან დღემდე)

1. ლიონელ მესი - 369 გოლი

2. კრიშტიანუ რონალდუ - 335

3. ედინსონ კავანი - 223

4. რობერტ ლევანდოვსკი - 221

5. ლუის სუარესი - 210

6. სერხიო აგუერო - 199

7. გონსალო იგუაინი - 191

8. პიერ-ემერიკ ობამეიანგი - 183

9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 177

10. კარიმ ბენზემა - 155

ყველაზე მეტი საგოლე პასი

1. ლიონელ მესი - 136 საგოლე პასი

2. ანხელ დი მარია - 108

3. მესუთ იოზილი - 106

4. ტომას მიულერი - 103

5. კრიშტიანუ რონალდუ - 95

6. დავიდ სილვა - 94

7. დიმიტრი პაიე - 93

8. კევინ დე ბრუინი - 93

9. ლუის სუარესი - 90

10. სესკ ფაბრეგასი - 89

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122751