"არსენალმა" პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩში "ჩელსისთან" შინ 1:2 წააგო. ლონდონელებმა საშინაო ბოლო ოთხივე მატჩი წააგეს, ბოლოს მსგავსი შედეგი 60 წლის წინ 1959 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
"არსენალმა" "სიტისთან" (0:3), "ბრაიტონთან" (1:2), "აინტრახტთან (1:2) და "ჩელსისთან" (1:2) წააგო.
მიმდინარე სეზონში "არსენალი" ცუდად ასპარეზობს. პრემიერლიგაში 20 ტურის შემდეგ ლონდონელები 24 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან.