Globe Soccer Awards-ის ვერსიით, კრიშტიანუ რონალდუ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ტრადიციულად წლის შემაჯამებელი ღონისძიება დუბაიში გაიმართა და „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ფორვარდმა ყველას აჯობა.
„მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახსა და „იუვენტუსში“ თანაგუნდელებს, ეროვნული ნაკრების წევრებსა და ჟორჟე მენდეშს. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთ ჯილდოს მომავალ წელსაც მოვიგებ. გოლი „სამპდორიასთან“? ლამაზი გოლები ყოველთვის გამქონდა, თავით გატანილ გოლებს შორის კი, ალბათ ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო“, - თქვა რონალდუმ.
გარდა ამისა, 2019 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ:
საუკეთესო ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ლუსი ბრონზი
საუკეთესო მწვრთნელი - იურგენ კლოპი
საუკეთესო გუნდი - „ლივერპული“
აღმოჩენა ფეხბურთელი - ჟოაო ფელიქსი
საუკეთესო აგენტი - ჟორჟე მენდეში
საუკეთესო სპორტული დირექტორი - ანდრეა ბერტა
საუკეთესო მეკარე - ალისონი
ჯილდო კარიერისთვის - რაიან გიგზი და მირალემ პიანიჩი
საუკეთესო მსაჯი - სტეფანი ფრაპარი
საუკეთესო აკადემია - „აიაქსი“ და „ბენფიკა“