მიუნხენის „ბაიერნმა“ ტრადიცია არ დაარღვია და შარშანდელის მსგავსად სოციალურ ქსელში ქართველ ქომაგებს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა.
„დიდი მადლობა!“ - წერს „რეკორდმაისტერი“ ფეისბუქში და ფოტოს თან საქართველოს დროშაც ახლავს.
მოგეხსენებათ, მიუნხენური გიგანტი ყოველწელს საკუთარ გულშემატკივრებს მადლობას სხვადასხვა ენაზე უხდის.