19 წლის ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი კარიერას გერმანულ "დორტმუნდში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით ფეხბურთელი გუნდს 3 იანვრიდან შეუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელებს ფეხბურთელის გადაბირება 45 მილიონი ევრო დაუჯდათ. 20 მილიონი "ზალცბურგს" გადაუხადეს, 10 მილიონი ევრო ჰოლანდის მამამ მიიღო, ხოლო 15 მილიონი ევრო ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას ერგო. ჰოლანდმა გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველ ორ სეზონში ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, შემდეგ წლებში 8 მილიონ ევროს და მისი თამაშიდან გამომდინარე თანხა შესაძლოა კიდევ გიზარდოს.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჰოლანდმა 20 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.