კატალონიის „ბარსელონას“ ქომაგები დიდი ხანია ერნესტო ვალვერდეს მუშაობით უკმაყოფილონი არიან და სწორედ ამ საკითხზე Mundo Deportivo-მ გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა, 80% მიიჩნევს, რომ ვალვერდემ გუნდი ზაფხულში უნდა დატოვოს. გარდა ამისა, ესპანურმა გამოცემამ ისიც გამოიკითხა, ვის ისურვებდნენ ვალვერდეს მემკვიდრედ.
ალბათ, გასაკავირი არაა, რომ გამოკითხვაში იურგენ კლოპმა იმარჯვა. „ლივერპულის“ გერმანელი სპეციალისტის კატალონიაში ხილვა გამოკითხულ ქომაგთან 33.60%-ს სურს. მეორე ადგილზე რონალდ კუმანი გავიდა (31.96%), ხოლო მესამე პოზიცია რობერტო მარტინესს (17.21%) ერგო.
შეგახსენებთ, ვალვერდე „ბარსელონას“ 2017 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით „ბლაუგრანამ“ განსაკუთრებით მტკივნეული მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა, როდესაც ჯერ „რომასთან“, მერე კი „ლივერპულთან“ სოლიდური უპირატესობა გაანიავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კლოპმა წელს რო პრემიე რლიგა დაუდოს ლივერპულს და დიდი ალბათობით ასეც იზამს მინიმუმ 3 წელი რო ვერ მოიგოს რამე, მაგას გაგდებით მაინც არავინ გააგდებს იმხელა დაფასება ექნება მანდ. როგორც გვარდიოლა არ გამოუგდიათ არცერთი ყოფილი გუნდიდან, პირიქით დარჩენისკენ მოუწოდებდნენ სულ გუნდის მენეჯერებიც და ფეხბურთელებიც.
უფრო ტენ ჰაგს ვფიქრობ სათამაშო ფილოსოფიიდან, გამომდინარე, თუ გვარდიოლა დაბრუნდა მთლად უკეთესი, მნიშვნელობა არ აქვს გვარსიოლა ლიგას მოაგებინებს თუ არა ბარსას ისევ, უბრალოდ მისი იქ ყოფნა იქნება თავისთავად ბედნიერება, ბარსას ბოსი გვარდიოლა იყო და იქნება. ლეგენდარული ბოსი.
ისე რატომღაც მგონია რო კლოპს საბოლოოდ არ აცდება ან რეალი ან ბარსა, რავი
ნაკლებსავარაუდოა ეს გამოვიდეს. დღეს ბარსელონაში ისეთი სიტუაციაა, მესის დაუკითხავად მოსაფსმელად არავინ გადის ორღობეში და კლოპი რომ მოვიდეს, არავის გადააღუნინებს, არამცთუ თავის პალაჟენიას რამე ჩრდილი მიადგეს. ვან გაალის და რივალდოს ამბავი მონაგონი იქნება.