კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა Mirror-თან საუბარში განაცხადა, რომ პრემიერლიგა უფრო კარგი ჩემპიონატია, ვიდრე ლა ლიგა.
ჰოლანდიელის განცხადებით, ხარისხობრივად ესპანეთის ჩემპიონატი ყველაზე კარგია, მაგრამ პრემიერლიგაში მეტი ინტენსივობაა და ამიტომაც, უკეთეს დონეზეა.
„ვფიქრობდი, რომ ლა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი იყო. ევროტურნირებზე ესპანელების დომინაციამ ეს დაადასტურა. ესპანური გუნდები ყოველთვის პროგრესირებდნენ და ჩემპიონთა ან ევროპა ლიგას ხშირად იგებდნენ. თუმცა, ბოლო წლებში პრემიერლიგაში ძალიან განვითარდა. სუფთა ხარისხის კუთხით ლა ლიგა საუკეთესოა, მაგრამ თუ ინტენსივობას შევხედავთ, ინგლისის ჩემპიონატი ოდნავ უფრო მაღალ დონეზეა“, - თქვა დე იონგმა.