„პარი სენ ჟერმენს“ მაურო იკარდი შესანიშნავად მოერგო და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ედინსონ კავანი სათადარიგო სკამის წევრად აქცია. არგენტინელი თავდამსხმელი პსჟ-ში გოლების გატანით ამაყობს და ამბობს, რომ ყოველთვის მზადაა გუნდის დასახმარებლად.
„რა ვისწავლე წინა გამოცდილებიდან? „ბარსელონაშ“ ბევრი ვისწავლე ტაქტიკურ და ტექნიკურ მხარეზე, რადგან თამაშის ფილოსოფია ძალიან ძლიერია. ეს ყველაფერი დამეხმარა იტალიაში თამაშთან ადაპტირებაზე, მოედანზე კი ჩემი ინტელექტი განვავითარე.
არ ვიცოდი, რომ პსჟ-ში საწყისი 10 გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე სწრაფად გავიტანე. საამაყოა ისეთ ისტორიულ გუნდში გოლების გატანა, როგორიც „პარი სენ ჟერმენია“. ვცდილობ ყოველთვის მზად ვიყო და ჩემს თანაგუნდელებს მოძრაობებით გავეხსნა.
ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. ბურთი ხშირად გვაქვს და ვცდილობთ შეტევაში ყოველთვის ვიმოქმედოთ. ჩვენი მეტოქეები ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ ჩემს თანაგუნდელებს მაქსიმალურად ვეხმარები და ვცდილობ უბურთოდ სივრცეები შევქმნა“, - განაცხადა იკარდიმ.
შეგახსენებთ, არგენტინელი პსჟ-ში „ინტერიდან“ იჯარით თამაშობს და პარიზელებს მისი გამოსყიდვა ზაფხულში შეეძლებათ. მაურომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 თამაშში 14 გოლის გატანა შეძლო.