"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი დევის მოიესი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით მიიღო. შოტლანდიელი სპეციალისტი აღნიშნულ თანამდებობაზე მანუელ პელეგრინის შეცვლის, რომელიც გუშინ "ლესტერთან" წაგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს.
მოიესი "ჩაქუჩებს" ერთხელ უკვე წვრთნიდა. შოტლანდიელმა გუნდი 2017/18 წლების სეზონში გაწვრთნა და "ვესტ ჰემი" პრემიერლიგიდან გავარდნას გადაარჩინა. დევიდი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "პრესტონს", "ევერტონს", "მანჩესტერ იუნაიტედს", "სოსიედადს" და "სანდერლენდს" ედგა სათავეში.