კალათბურთი

21:15 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რენდოლფმა კარიერა დაასრულა

38 წლის მძიმე ფორვარდმა ზაკ რენდოლფმა კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას თავად კალათბურთელი ავრცელებს.


"კარიერას ვასრულებ. კალათბურთი ყოველთვის ჩემ ცხოვრებაში იქნება. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს"- განაცხადა რენდოლფმა.
რენდოლფმა ნბა-ში 17 სეზონი გაატარა. ზაკი "პორტლენდში", "ნიუ იორკში", "კლიპერსში", "მემფისში" და "საკრამენტოში" თამაშობდა. ფორვარდი ყველა ვარსკვლავის მატჩის 2-გზის მონაწილეა (2010, 2013). რენდოლფი კარიერის მანძილზე საშუალოდ ერთ მატჩში 16.1 ქულას და 9.1 მოხსნას აგროვებდა.

0.112983