კარლო ანჩელოტის ევერტონული თავგადასავალი ჩინებულად დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. მერსისაიდელებმა Boxing Day-ზე სამ დღიან ინტერვალში ჯერ „ბარნლის“ აჯობეს (1:0) და შემდეგ „ნიუკასლ იუნაიტედს“ (2:1).
ანჩელოტიმ კი „ევერტონის“ გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება როგორც ჩანს, რეკორდულად მცირე დროში შეძლო.
„სენტ ჯეიმს პარკზე“ ჩასულმა ლივერპულელებმა იტალიელს უმღერეს კიდეც: „ფანტასტიკური კარლო, ბრწყინვალე კარლო!“