ბრენდან როჯერსმა, „ლივერპულთან“ განადგურების შემდეგ (0:4), სხვა ხერხს მიმართა და „ლესტერი“ გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა მინდორზე - ცხრა ცვლილება. მან, ფაქტობრივად, ყველა წამყვანი მოთამაშე დაასვენა და გაუმართლა, 2:1 მოუგო „ვესტ ჰემს“ სტუმრად და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.
მატჩის შემდეგ „ჩაქუჩების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა ცნობა, რომ კლუბის ჩილელი მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი, პოსტიდან გათავისუფლებულია.
კარლო ანჩელოტი იღბლიან ფეხზე მივიდა „ევერტონში.“ მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიმარჯვეს. შეხვედრის გმირი ისევ დომინიკ კალვერტ-ლიუინი გახდა. ამჯერად ის დუბლით გამოირჩა. სამ დღეში მან სამი გოლი გაიტანა,
ანჩელოტი ამბობდა კიდეც, 22 წლის დომინიკს მთავარი ადგილი უჭირავს სამომავლო გეგმებშიო.
ნაიჯელ პირსონს მალე ალბათ რომელიმე ტოპ კლუბი წაიყვანს. ყოველ შემთხვევაში, მის ხელში უიმედო აუტსაიდერი „უოტფორდი,“ მრისხანე ძალად გადაიქცა. ამჯერად მათი მსხვერპლი „ასტონ ვილა“ გახდა, უოტფორდელებმა ბირმინგენელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. არადა, 57-ე წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ. მსაჯმა 6 წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა ადრიან მარიაპას. დუბლით გამოირჩა ტროი დინი.
ინგლისი
პრემიერლიგა. მე-20 ტური. 28 დეკემბერი
ვესტ ჰემი - ლესტერი 1:2
ლონდონი. „ლონდონ სთედიუმი.“ 59 519
0:1 იჰეანაჩო (40), 1:1 ფორნალსი (56), 1:2 გრეი (56)
მე-12 წუთზე გრეიმ ვერ გაიტანა პენალტი (მეკატრე)
ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ბალბუენა, დიოპი, ფრედერიკსი, მასუაკო, ანდერსონი, ლანსინი (აიეტი 70), სანჩესი (სნოდგრასი 62), ფორნალსი, რაისი, ალე (ანტონიო 54)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ლესტერი: შმაიხელი, ჯასთინი, მორგანი, ევანსი, ფუხსი, გრეი (ბარნსი 83), ოლბრაიტონი, პერესი (მედისონი 64), ჩუდჰური, მენდი (ნდიდი 70), იჰეანაჩო
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
მსაჯი: დევიდ კუტი
გაფრთხილება: ფაბიანსკი (9), მასუაკო (49), დიოპი (56), რაისი (77); ჩუდჰური (90)
ბარნლი - მანჩესტერი 0:2
ბარნლი. „ტერფ მური.“ 21 924
0:1 მარსიალი (44), 0:2 რაშფორდი (90+5)
ბარნლი: პოული, ტეილორი, მი, ტარკოვსკი, ბარდსლი, მაკნილი, ვესტვუდი, კორკი (ბრედი 87), ჰენდრიკი (როდრიგესი 59), ბარნსი (გუდმუნდსონი 68), ვუდი
მწვრთნელი: შონ დაიჩი
მანჩესტერი: დე ხეა, უილიამსი, მაგუაირი, ლინდელოფი, იანგი, მატიჩი, ფრედი, რაშფორდი, პერეირა (ლინგარდი 74), ჯეიმსი, მარსიალი (შოუ 90)
მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი
მსაჯი: მაიკ დინი
გაფრთხილება: ბარდსლი (23), მი (61), ტეილორი (71), მაკნილი (89); უილიამსი (90+3), ფრედი (90+4), ლინგარდი (0-+4)
ნორვიჩი - ტოტენჰემი 2:2
ნორვიჩი. „ქეროუ როუდი.“ 27 072
1:0 ვრანჩიჩი (18), 1:1 ერიკსენი (55), ორიე (61 საკ. კარში), 2:2 კეინი (81 პენ)
ნორვიჩი: კრული, აარონსი, ჰენლი, ციმერმანი, ლუისი, ვრანჩიჩი (ტრიბული 75), ერნანდესი, ბუენდია, შტიპერმანი (მაკლინი 70), ტეტი (კანტუელი 86), პუკი
მწვრთნელი: დანიელ ფარკე
ტოტენჰემი: გასანიგა, ალდერვეირელდი, ვერტონგენი (მოურა 46), ფოიტი (სანჩესი 46), ორიე, ლო სელსო (ლამელა 75), სესენიონი, ალი, ერიკსენი, ნდომბელე, კეინი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
მსაჯი: კევინ ფრენდი
გაფრთხილება: ვრანჩიჩი (22), ლუისი (54), კრული (55); მოურა (69), ალდერვეირელდი (90+3), ერიკსენი (90+6)
ბრაიტონი - ბორნმუთი 2:0
1:0 ჯაჰანბახში (3), 2:0 მუი (79)
ნიუკასლი - ევერტონი 1:2
0:1 კალვერტ-ლიუვინი (13), 1:1 შერი (56), 1:2 კალვერტ-ლიუვინი (64)
უოტფორდი - ასტონ ვილა 3:0
1:0, 2:0 დინი (42, 67 პენ), 3:0 სარი (71)
გაძევება: მარიაპა (57 უოტფორდი)
საუთჰემპტონი - კრისტალ პალასი 1:1
0:1 ტომკინსი (50), 1:1 ინგზი (74)