შოტლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა მაიკლ ჯონსტონმა "სელტიკთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2025 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ჯონსტონი გლაზგოური კლუბის აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წელს დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში 20 წლის მაიკლმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.