როინ კვასხვაძე „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური გუნდის ვებგვერდმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა.
კვასხვაძე „დინამოს“ ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
30 წლის ქართველ მეკარეს აქამდე „ზესტაფონის“, „ოთელოსის“, „პაფოსისა“ და „ტორპედოს“ რიგებში უთამაშია. კვასხვაძე ესპანელ ხოსე პერალესს შეცვლის, რომელმაც „დინამო“ უკვე დატოვა.