ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მსახიობობას აპირებს. თუმცა, პორტუგალიელი საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს და ამბობს, რომ 40 წლამდე თამაში შეუძლია.
„ჩემს კარიერაში არასდროს მქონია ცუდი სეზონი, რადგან გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ. ყოველთვის გამარჯვების განზრახვით ვთამაშობ. იმ მომენტში, როდესაც ჩემი სხეული სათანადოდ აღარ მიპასუხებს, ის იქნება კარიერის დასრულების დირო. დიდი ხანი 30-32 წელი კარიერის დასასრულებლად იდეალური დრო იყო, მაგრამ ახლა ადამიანები 40 წლამდე თამაშობენ.
როდესაც ფეხბურთიდან წავალ, მინდა სწავლა განვაახლო. სწავლაზე ყურადღებას ძლიან ვამახვილებ, რადგან სამწუხაროდ, ჩემს მიერ გაკეთებული კვლევები ჩემს გონებაში არსებულ ყველა კითხვას ვერ პასუხობს. ასევე სიამოვნებით დავიწყებდი სამსახიობო კარიერას.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩემი წარმატებული დონის შენარჩუნება ძირითადად დაკავშირებულია საუკეთესოობის სურვილთან. არ მინდა, ჩემი სიტყვები ნარცისიზმში გადავიდეს, ცხოვრებაში ეს ყველაფერი ვალდებულება და ბალანსია. ჩემი ისტორია არის მიზნის დასახვა და იქამდე მისვლა. ყველამ იცის ჩემი ცხოვრების წესი და 30% ფეხბურთს ეძღვნება. ხაზს ვუსვამ ბალანსის მნიშვნელობას ვარჯიშეზე, დასვენებისთვის დრო ყოველთვის უნდა გქონდეს. დიახ, ზოგჯერ მეტსაც ვაკეთებ, მაგრამ ბალანსი ჯადოსნური ფორმულაა“, - განაცხადა რონალდუმ.