ზლატან იბრაჰიმოვიჩის „მილანში“ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, შვედ ფეხბურთელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა, რომლის გახანგრძლივება ერთი წლის ვადით იქნება შესაძლებელი (სურვილის შემთხვევაში).
ამრიგად, სკანდინავიელი ევროპაში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ლოს ანჯელეს „გალაქსის“ რიგებში ითამაშა.
„დავბრუნდი კლუბში, რომელსაც უზომოდ დიდ პატივს ვცემ და ქალაქში, რომელიც მიყვარს. თანაგუნდელებთან ერთად ვიბრძოლებ სეზონის მიზნების შესრულებისთვის, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, შვედი „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა და 85 მატჩში 56 გოლი გაიანა. ზლატანს მილანში 2 იანვარს ელოდებიან.