გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ იანვრის ბოლოს გუნდის ლიდერი ვიქტორ ოლადიპო დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ოლაპიპომ შარშან მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მხოლოდ 39 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ ერთ მატჩში 19.2 ქულას 5.6 მოხსნას და 5.2 პასს აგროვებდა.
ოლიადიპოს დაბრუნების შემდეგ „ინდიანა“ უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლას შეეცდება. ახლა ინდიანაპოლისელები 21 მოგებით და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებენ.