ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კარლო ანჩელოტის „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა. გერმანელმა იტალიელ კოლეგას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
„ძალიან მომწონს, უფრო სწორად ძალიან მომწონდა. ჩვენს სამყაროში მეგობრების ყოლა აუცილებელია. მე ვმეგობრობდი დავიდ ვაგნერთან, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მწვრთნელები გავხდებოდით და შემდეგ ერთმანეთს დრო და დრო ვნახულობდით. ანჩელოტისთან დაკავშირებით კი რაღაც განსაკუთრებულია, წლის განმავლობაში რამდენჯერმე შევხვდით, ალბათ იმაზე მეტჯერ, ვიდრე ველოდებოდით. ეს ყველაფერია. მინდა გულით ვუსურვო წარმატებები, მაგრამ ახლა შობაა და ამიტომ, ნამდვილად წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, ბოლო ორ სეზონში ანჩელოტის „ნაპოლი“ და კლოპის „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ ჯგუფში იყვნენ. ოთხი მატჩიდან ორი იტალიელის გუნდმა მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ კლოპის „წითლებს“ დარჩათ გამარჯვება. ამასთან, იყო ერთი თამაში სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში, სადაც გამარჯვება ასევე ანჩელოტის „ნაპოლიმ“ მოიპოვა.
მანამდე "რეალისა" და "დორტმუნდის" თავკაცობის დროსად მოუწიათ დაპირისპირება, ამიერიდან კი, გერმანელისა და იტალიელის გზები უკვე ინგლისის მასშტაბით, მერსისაიდულ დერბიში გადაიკვეთება.