ფეხბურთი

22:20 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარიო მანჯუკიჩი ყატარში ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი კარიერიას „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. ხორვატმა ფეხბურთელმა ყატარულ გუნდთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„ალ-დუჰაილმა“ მანჯუკიჩის სანაცვლოდ „იუვენტუსს“ 5.5 მილიონი ევრო გადაუხადა.

ბალკანელი ფორვარდი „ბებერ სინიორაში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 162 შეხვედრაში 44 გოლი გაუტანა. გასულ სეზონში მარიომ ტურინელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის მაურიციო სარით ჩანაცვლებამ გუნდისთვის უმნიშვნელო მოთამაშედ აქცია.

მანჯუკიჩს სხვადასხვა პერიოდში ზაგრების „დინამოს“, „ვოლფსბურგის“, „ბაიერნისა“ და „ატლეტიკოს“ რიგებში უთამაშია.

0.110584