ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As.com-მა მადრიდის „რეალის“ მიერ ბოლო ათ კალენდარულ წელში გატანილი გოლების რაოდენობა გამოაქვეყნა.
2019 წელი იყო პირველი სრული კალენდარული წელი, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს „რეალის“ რიგებში საერთოდ არ უთამაშია 2009 წლიდან მოყოლებული. საინტერესოა, რომ „სამეფო კლუბმა“ 2010 წელს, რონალდუსთან ერთად 130 გოლი გაიტანა და ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელა, რომელიც იმ წელს დაფიქსირდა, როდესაც კრიშტიანუ მადრიდულ გრანდში 12 თვე ირიცხებოდა.
აი, 2019 წლის მონაცემები კი, კიდევ უფრო დაბალია - მხოლოდ 100 გოლი. პორტუგალიელის არყოფნაში „ბლანკოსმა“ მკვეთრად ცოტა გოლი გაიტანა და ვარდნა თვალშისაცემია.
2010 წელი - 130 გოლი (რონალდუს პირველი სრული წელი „რეალში“)
2011 წელი -167 გოლი
2012 წელი - 156 გოლი
2013 წელი - 156 გოლი
2014 წელი - 178 გოლი
2015 წელი - 140 გოლი
2016 წელი - 152 გოლი
2017 წელი - 156 გოლი
2018 წელი - 142 გოლი
2019 წელი - 100 გოლი (პირველი სრული წელი რონალდუს გარეშე)