ფეხბურთი

17:35 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავანი "ატლეტიკოში" ითამაშებს

ედინსონ კავანი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

ურუგვაელი ესპანეთში ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაინაცვლებს. თუმცა, ჯერჯერობით არც ისაა გამორიცხული, რომ კავანი „ატლეტიკოს“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდეს.

„მატადორი“ „როხიბლანკოსთან“ სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შედეგად, კავანის პარიზული თავგადასავალი, რომელიც 2013 წელს დაიწყო, სრულდება.

ედინსონს პსჟ-ში ამ დროისთვის 196 გოლი აქვს გატანილი და ფრანგული გუნდის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.

0.113566