ნაიჯელ პირსონის მისვლამ, „უოტფორდი“ გააცოცხლა. მისი ხელმძღვანელობით აუტსაიდერები ფერზე მოვიდნენ. ვინც წინა ტურში „ლივერპულთან“ მათ შეხვედრას უცქირა, გაუცნობიერებელი ადამიანი იტყოდა ლიდერი „უოტფორდია,“ აუტსაიდერი კი „ლივერპულიო.“
მართლაც, სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდნენ მერსისაიდელებს, უამრავი მომენტი შექმნეს, მაგრამ სიზუსტე ღალატობდათ და კლოპის გუნდმა, როგორც იტყვიან, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.
იგივე იყო „მაჩესტერთანაც.“ სისწრაფე, ჟინი, მიზანმიმართულობა - ეს ის კომპონენტებია, რომელიც დღევანდელ „უოტფორდს“ ახასიათებს. მათ სტუმართა მეკარე დე ხეაც დაეხმარა, რომელიც ისმაილა სარის ახლოდან დარტყმულს მზად ვერ დახვდა და აშკარა შეცდომა დაუშვა.
სამთვიანი პაუზის შემდეგ, მანჩესტერელთა რიგებში პირველად გამოჩნდა პოლ პოგბა, მაგრამ თავი არაფრით გამოუჩენია.
ლონდონურ დერბიში ყველა „ტოტენჰემის“ დომინირებას ელოდა. „დეზები“ ოთხეულში დაბრუნებას ლამობენ, პლუს მოურინიუს ფაქტორი... მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. „ჩელსიმ“ ყველა კომპონენტში აჯობა მასპინძლებს. ვილიანმა დუბლი მიითვალა. ბოლოსკენ მასპინძლები კაცნაკლულებიც დარჩნენ, მსაჯმა მინდვრიდან კორეელი სონი დაითხოვა.
სხვა მხრივ, „ტოტენჰემს“ ერთი ხეირიანი მომენტიც არ შეუქმნია მატჩის განმავლობაში.
ინგლისი
პრემიერლიგა. 18 ტური. 22 დეკემბერი
უოტფორდი - მანჩესტერი 2:0
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი.“ 21 488
1:0 სარი (50), 2:0 დინი (54 პენ)
უოტფორდი: ფოსტერი, მარიაპა, კეტკარტი, ფემენია, კაბასელე, დეულოფეუ, დუკურე (ჩალობა 69), ჰიუზი, სარი (საქსესი 88), კაპუ (პერეირა 77), დინი
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, ვან-ბისაკა, რაშფორდი, ლინგარდი (პოგბა 64), ფრედი, ჯეიმსი (გრინვუდი 58), მაკტომინეი (მატა 72), მარსიალი
მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი
მსაჯი: ლი მეისონი
გაფრთხილება: კაპუ (36), დუკურე (51), კეტკარტი (90+2); შოუ (38)
ტოტენჰემი - ჩელსი 0:2
ლონდონი. „ტოტეჰემ ჰოთსფური.“ 61 104
1:0, 2:0 ვილიანი (12, 45+4 პენ)
ტოტენჰემი: გასანიგა, ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი (როუზი 74), დაიერი (ერიკსენი 46), სისოკო, ალი, სონი, მოურა (ნდომბელე 74), კეინი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
ჩელსი: კეპა, რიუდიგერი, ტომორი, ზუმა, ასპილიკუეტა (ჯეიმსი 80), ალონსო, კოვაჩიჩი (ჟორჟინიო 68), კანტე, ვილიანი, მაუნტი, აბრაჰამი (ბატშუაი 80)
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება: ალი (43), გასანიგა (45+3), სისოკო (58), ალდერვეირელდი (67); ზუმა (31), კოვაჩიჩი (43), რიუდიგერი (78)
გაძევება: სონი (62)