"ატლანტა ჰოუქსის" 42 წლის კალათბურთელმა ვინს კარტერმა" "ბრუკლინთან" (122:112) წაგებულ შეხვედრაში ითამაშა და კარიერაში 1505-ე მატჩი ჩაატარა რითაც ლეგენდარულ ჯონ სტოკტონს (1504) გადაასწრო, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნბა-ს ისტორიაში კარტერი ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა. ვინსს დირკ ნოვიცკი (1522), ქარიმ აბდულ-ჯაბარი (1560), და რობერტ პერიში (1611) უსწრებენ.