ფეხბურთი

3:34 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზირკზეეს ზღაპარი: ორი თამაში, 7 წუთი და გამარჯვების ორი გოლი!

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო ორ ტურში იმარჯვა, მაგრამ რომ არა სრულიად უცნობი, ჯოშუა ზირკზეე, დიდი ალბათობით, ორჯერვე ქულებს დაკარგავდა.

„ფრაიბურგთან“ და „ვოლფსბურგთან“ 18 წლის ჰოლანდიელმა ჯამში მოედანზე (არ შედის მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო) 7 წუთი გაატარა და 2 გოლი გაიტანა! ჯერ „ფრაიბურგთან“ ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „რეკორდმაისტერი“ წინ გაიყვანა და თამაშში გარდატეხა შეიტანა, ხოლო მერე „ვოლფსბურგთან“ 85-ე წუთზე, როცა „ბაიერნს“ ისევ ძალიან უჭირდა (0:0), დაამწუხრა მეტოქე.

ზირკზეეს მართლაც ფანტასტიკური დღეები დაუდგა და აკადემიიდან დაწინაურებული 18 წლის ნებისმიერი ფეხბურთელი მოაწერდა ხელს მსგავს შედეგებს.

არავი იცის, როგორ განვითარდება ჯოშუას კარიერა, მაგრამ ფაქტია „ბაიერნისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ხელში დიდი ტალანტია...

0.117798