ფეხბურთი

20:22 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტანკოვიჩმა "ცრვენა ზვეზდა" ჩაიბარა

41 წლის სერბმა მწვრთნელმა მშობლიური "ცრვენა ზვეზდა" ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია სერბული კლუბის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. აღნიშნულ თანამდებობაზე სტანკოვიჩმა ვლადან მილოევიჩი ჩაიბარა.

"ცრვენა ზვეზდა" სერბეთის ჩემპიონატში 20 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 55 ქულით იმყოფება და მეორეადგილოსან "პარტიზანს" 11 ქულით უსწრებს. სტანკოვიჩმა სამწვრთნელო კარიერა "უდინეზეში" დაიწყო, სადაც ასისტენტი იყო, 2015/16 წლების სეზონში კი "ინტერში" პირველი გუნდის კოორდინატორად მუშაობდა.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დეიანი "ცრვენა ზვეზდაში" 1994-1998 წლებში თამაშობდა, შემდეგ "ლაციოში" ირჯებოდა, ხოლო "ინტერში" 2004-2013 წლებში ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11576