"დინამო" თბილისის 11 წლამდე შემადგენლობა საიუბილეო ბენდელას თასის გათამაშებაზე მორიგი ტიტულისკენ მიიწევს.
ზურა ელიავას შეგირდებმა დღეს ტურნირის ნახევარფინალში მასპინძელ საბურთალოსთან საინტერესო შეხვედრა გამართეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს. ანგარიში ციკოლიამ შორი და უზუსტესი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი ლომიძემ თავური დარტყმით გაიტანა.
ოქროს მედლების მოსაპოვებლად ხვალ დინამოელები ალმათის კაირატს (რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში გორს 7:0 აჯობა) ბენდელას სტადიონზე 18.00 საათიდან დაუპირისპირდებიან.
FC DINAMO