ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და "პენიაროლი" ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ურუგვაიული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ფორლანი პენიაროლში 2015/16 წლების სეზონში თამაშობდა, კარიერა კი 2019 ოფიციალურად დაასრულა. ფორლანმა სახელი "მანჩესტერ იუნაიტედში", "ვილიარეალსა" და "ატლეტიკოში" თამაშით გაითქვა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.