ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, შესაძლოა, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს - გვამცნობს Daily Mail.
წყაროს ინფორმაციით, ახალ მწვრთნელად მიკელ არტეტას შესაძლო მისვლის მიუხედავად, გაბონელი შემტევის გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მას არ აწყობს „მეთოფეთა“ ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა (მე-10 ადგილი პრემიერლიგის ცხრილში).
ობამეიანგის კონტრაქტს ლონდონურ კლუბთან 18 თვის შემდეგ გასდის ვადა, თუმცა პიერ-ემერიკი გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
მისი სავარაუდო მყიდველები „რეალი,“ „ბარსელონა“ და „ინტერი“ არიან.