ფეხბურთი

11:51 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: „საფრანგეთის ნაკრების შემდეგი მწვრთნელი, შესაძლოა, ზიდანი გახდეს“

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მადრიდის „რეალის“ ახლანდელი დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი, შესაძლოა, სამფეროვანთა შემდეგი მწვრთნელი გახდეს.

„არ არის გამორიცხული, საფრანგეთის ნაკრების მომავალი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, რაღაც მომენტში ეს აუცილებლად მოხდება. როცა მწვრთნელი ხარ, ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს.“ - ციტირებს დეშამის სიტყვებს Goal.com.

დეშამმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა ლორან ბლანისგან. მისი ხელმძღვანელობით 2018 წელს სამფეროვნები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ევრო 2016-ზე კი ფინალში გავიდნენ, სადაც პორტუგალიასთან 0:1 დამარცხდნენ.

0.135014