ფეხბურთი

14:21 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სონი მეოთხედ დაასახელეს კორეის საუკეთესო ფეხბურთელად

ლონდონის „ტოტენჰემის“ შემტევი, სონ ინ მინი კორეის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - გვამცნობს კორეის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ტვიტერი.

სონმა ეს ტიტული უკვე მეოთხედ მოიპოვა. მანამდე ის საუკეთესო 2013, 2014 და 2017 წლებში გახდა.

წლეულს ის აზიის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს, რომელიც კონტინენტს გარეთ თამაშობს.

სონი „ტოტენჰემში“ „ლევერკუზენიდან“ 2015 წელს გადავიდა 30 მილიონ ევროდ.

0.1166