„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ზალცბურგის“ თავდამსხმელის, ტაკუმი მინამინოს მის გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ეს შესანიშნავი ტრანსფერია. ბედნიერები ვართ, რომ ის განხორციელდა. ჩვენს გულშემატკივრებს ახლახან საშუალება ჰქონდათ ის ცოცხლად ენახათ, ამიტომ ბევრს აღარ ვისაუბრებ მის შესაძლებლობებზე.
ტაკუმი ძალიან სწრაფი და ჭკვიანი ფეხბურთელია. ხაზებს შორის სივრცის პოვნა შეუძლია და უშიშარია, როგოც ბურთით, ასევე უბურთოდ, ნამდვილი გუნდური მოთამაშეა.
დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინამინომ ჩვენს შესანიშნავ ქალაქსა და კლუბში თავი შინაურულად იგრძნოს. ასევე მჯერა, რომ ჩვენს მრავალრიცხოვან ოჯახს იაპონელი ქომაგებიც შემოემატებიან. წარმატებები ტაკუმის.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ინგლისისთვის ღიაა სატრანსფერო ფანჯარა?
ყიდვა და შეთანხმების მიღწევა ყოველთვის შეიძლება კლუბებს შორის, სატრანსფერო პერიოდის დროს კი გადაბარგდება
ეგ ვიცი, ვიფიქრე, უკვე ხო არ ჩაირიცხა თქო.
რატომ არის კლოპი საუკეთესო მწვრთნელი, რაც ლივერპულში გადავიდა გუნდის აწყობა ხო დაიწყო და ყველა პოზიციაზე არჩევს ისეთ ხალხს რომელიც მის სისტემაში ჯდება და ამ ხალხს იყენებს იდიალურად, პირველი წაგებული ფინალის შემდეგ დაიმატა მცველი რომელიც საუკეთესო გახდა... დაიმატა მეკარე რომელიც აგრეთვე საუკეთესო გახდა და მის შემდეგ წარმატებუს სვლას აგრძელებს.. და რაც ყველაზე მთავარია არ გადაუხდიათ ფეხბურთელებში კატასტროფული ფასები... აი ამიტომ არის კლოპი საუკეთესო და დასაფასებელი... ვალვერდეს კი არ გავს და ბარსას სტაფს ზოგადად (ბოლო სამ წელს რას აკეთებენ თვითონაც რო არ იციან, ნეიმარის გაყიდვის შემდეგ)
არ ვიცი ეს ბიჭი რას მიაღწევს მაგრამ კლოპის ხელში უფრო გამოავლენს თავის კარგ თვისებებს, ვიდრე სხვა მწვრთნელის ხელში
მეკარეზე ვერ დაგეთანხმები რომაშივე ერთერთი საუკეთესო იყო უკვე მის პოზიციაზე
ვინა ? ვინო ?
ეს მაგარი ფეხბურთელი შეიძინა ლივერპულმა, მანეს და სალაჰის სტილის მოთამაშეა : )))
კაი ბიჭია და როგორც ეხლა იწერება გადაწყვეტილება ამის დამატებაზე სპონტანური არ იყო დიდი ხანია აკვირდებოდნენ მის პროგრესს ედვარდსი და მისი გუნდი და მოლაპარაკებები ზაფხულიდანვე მიდიოდა. ამის ბრალიცაა ენფილდზე გოლი რო შეგვიგდო და საგოლე პასი გაუკეთა ჰოლანდს ცარიელ კარში კლოპი სასიამოვნოდ იღიმოდა :დ
stripslashes((strlen('https://twitter.com/i/status/1205068933767876609')>0?'https://twitter.com/i/status/1205068933767876609':'https://twitter.com/i/status/1205068933767876609'))
