ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში, „ინდიანა პეისერსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და 105:102 (24:28, 26:24, 28:24, 37:26) დაამარცხა. ქართველი ცენტრი პარკეტზე არ გამოჩენილა.
ინდიანელთაგან საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 26 ქულა მოაგროვა, 10 მოხსნა განახორციელა და 4 შედეგიანი პასით გამოირჩა.
19 მოგებითა და 9 წაგებით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში კვლავ მეექვსე პოზიციაზე რჩება.