"მილოუკი ბაქსმა" ზედიზედ 18 მოგებული მატჩის შემდეგ წააგო. "მილოუკი" შინ "დალასთან" 116:120 დამარცხდა. ტეხასელები პირველი პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და ვისკონსინელებმა მესამე პერიოდში ორჯერ შეძლეს წინ გასვლა თუმცა მალევე "დალასმა" უპირატესობა ხელთ იგდო და ლუკა დონჩიჩის გარეშე იმარჯვა.
მატჩში ყველაზე მეტი 48 ქულა და 14 მოხსნა იანი ადეტოკუმპომ მიითვალა. "დალასში" 26-26 ქულით პორზინგისი და კარი გამოირჩნენ.
მარცხის მიუხედავად "მილოუკი" 24 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.