დანიური „რანდერსის“ ქართველ ლეგიონერ საბა ლობჟანიძეს თურქეთის სუპერლიგის ბინადარი „რიზესფორი“ ეპატიჟება. დანიური მედიის ცნობით, თურქები ლობჟანიძის ბოლო თამაშსაც დაესწრნენ, სადაც ქართველმა პენალტი გაიტანა.
თურქებს ჩვენებურის გადაბირება იანვარში სურთ, თუმცა შესაძლოა ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია. საბას „რანდერსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 16 თამაშში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
რაც შეეხება „რიზესფორს“, თურქეთის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს.