ფეხბურთი

17:48 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეჰდი ბენატია: "ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ კრიშტიანუ ნორმალური არ იყო"

ყატარის „ალ-დუჰაილის“ მცველმა მეჰდი ბენატიამ RMC Sport-თან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მაროკოელი და პორტუგალიელი გასულ სეზონში ტურინის „იუვენტუსში“ თანაგუნდელები იყვნენ და სწორედ მაშინდელი ამბავი გაიხსენა აფრიკელმა მცველმა.

ბენატიამ თქვა, რომ კრიშტიანუმ მთელი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა და ზოგჯერ ეგონა, რომ ნორმალური არც იყო:

„ბერგამოდან ტურინში ვბრუნდებოდით. „ატალანტასთან“ ძირითად შემადგენლობაში არცერთი ვიყავით. რონალდუმ მკითხა: „რას აპირებ ახლა?“ ვუპასუხე: „სახლში წავალ, დილის 11 საათია, რატომ მეკითხები?“ შემდეგ კი მითხრა: „არ გინდა, რომ ცოტა ვივარჯიშოთ? თამაშიდან ვერ დავიღალე და მინდა ვივარჯიშო. იქნები შენც ჩემს გვერდით?“

ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო, სახლში მინდოდა დაბრუნება. როდესაც ტურინში ჩავედით ყველას ჩვეულებრივი ტანსაცმელი ემოსა, კრიშტიანუ კი უკვე ბუცებში იყო გამოწყობილი და სპორტულ დარბაზში მიდიოდა. ვფიქრობდი, რომ ეს ბიჭი ნორმალური არ იყო. თუმცა, როდესაც მის გვერდით ხარ, აცნობიერებ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა. ჩვეულებრივ გუნდური ვარჯიშის წინ რონალდუ პერსონალური გეგმით ვარჯიშს 25 წუთით ადრე იწყებდა“, - აღნიშნა ბენატიამ.

რონალდუმ და ბენატიამ „იუვენტუსში“ ერთად მხოლოდ 6 თვე, 2018-2019 წლების სეზონის პირველ ნახევარში ითამაშეს.

0.112722