იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, „ევერტონის“ ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და უახლოეს ხანში კონტრაქტსაც გააფორმებს - გვამცნობს Sky Sports News-ის ტვიტერის გვერდი.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის პორტუგალიელ მარკუ სილვას შეცვლის, რომელიც უკვე გაათავისუფლეს და დროებით გუნდს დანკან ფერგიუსონი წვრთნის.
ანჩელოტის პრემიერლიგაში ადრეც უშუშავია, 2009-11 წლებში ის „ჩელსის“ მოძღვრავდა და ტიტულიც მოაგებინა.
„ევერტონი“ ამჟამად პრემიერლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა.