ფეხბურთი

22:25 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

3:0-დან 3:3 - "შტურმს" ოთარ კიტეიშვილს გოლმა ვერ მოაგებინა

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლის გატანა მოახერხა. მე-18 ტურში ჩვენებურის „შტურმი“ „ლასკ ლინცს“ ესტუმრა და უხვგოლიან ბრძოლაში დაუზავდა - 3:3.

ნიშანდობლივია, რომ „შტურმი“ 24-ე წუთისთვის 3:0 დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში სოლიდური უპირატესობა გაანიავა და ბოლოსკენ ქულის შენარჩუნებაზე მოუწია ზრუნვა.

სწორედ კიტეიშვილმა გახადა ანგარიში 3:0 და მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. ქართველმა 79-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მსაჯის კომპენსირებულ დროში შეცვლეს.

ისიც საინტერესოა, რომ გრაცელებს ორი ფეხბურთელი გაუძევეს და თამაში 9 ფეხბურთელით ჩაამთავრეს. „შტურმს“18 ტურის თავზე 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.

0.122908